1. ამ მუხლით დახმარების მიმღები არის ონკოლოგიური (ონკოპათოლოგიური) ავადმყოფი.
2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა (ოჯახის სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრი ან ოჯახის ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც მიმართავს მუნიციპალიტეტს სოციალური დახმარების მოთხოვნით და წარმართავს მასთან ურთიერთობებს) გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ადგილის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;
გ) ექიმ-სპეციალისტის მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;
ე) საყოველთაო ჯანდაცვის მიერ გაცემული საგარანტიო ფურცელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორია (გარდა ამ წესით გათვალისწინებული შემთხვევებისა).
3. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის საბანკო ანგარიშზე.
4. დახმარების მიმღებს (ბენეფიციარს), ამ მუხლში აღნიშნული დაავადების მკურნალობის ფარგლებში, გაეწევა შემდეგი სახის დახმარება:
ა) ონკოლოგიური (ონკოპათოლოგიური) ავადმყოფების სამედიცინო კვლევა, რომელიც არ არის გათვალისწინებული სხვა პროგრამით, კვლევის თანადაფინანსება განისაზღვროს ერთჯერადად, არაუმეტეს 300 (სამასი) ლარის ოდენობით;
ბ) 0-დან –
150 000-ის ჩათვლით სარეიტინგო სოციალური ქულის მქონე ონკოლოგიური (ონკოპათოლოგიური) ავადმყოფების სამედიცინო სტაციონარული მკურნალობის მომსახურების თანადაფინანსება, მუნიციპალიტეტის მხრიდან განისაზღვროს ერთჯერადად, სამედიცინო მომსახურებისათვის პაციენტის მხრიდან გადასახდელი თანხით, არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობი