1. სპეციალური პენიტენციური სამსახური უზრუნველყოფს მის სისტემაში დასაქმებულ  სოციალურ მუშაკთათვის უსაფრთხო და დაცული სამუშაო გარემოს შექმნას როგორც პენიტენციურ დაწესებულებებში, ისე – საველე სამუშაოების დროს.

2. სპეციალური პენიტენციურ სამსახური უზრუნველყოფს რისკების გამომწვევ იმ ფაქტორთა იდენტიფიცირებას, რომელიც დაკავშირებულია პენიტენციურ სისტემაში სოციალური მუშაკის საქმიანობასთან და ახორციელებს შესაბამის პრევენციურ ღონისძიებებს.

3. სპეციალური პენიტენციურ სამსახური სოციალურ მუშაკთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით:

ა) შეიმუშავებს უსაფრთხოების პროტოკოლს, მისი პერიოდული გადასინჯვის მექანიზმს და უზრუნველყოფს მომსახურების სპეციფიკის გათვალისწინებით მის პრაქტიკაში დანერგვას;

ბ) აფასებს მიმდინარე პროაქტიულ რისკებს, რომლითაც ხდება სოციალური მუშაკების მიმართ ძალადობის შესაძლო საფრთხის ამოცნობა;

გ) უზრუნველყოფს ტრენინგების დანერგვას, რომელიც დაეხმარება სოციალურ მუშაკებს   ბენეფიციარებისაგან მომდინარე შესაძლო ძალადობის გაზრდილი რისკის გამომწვევი ფაქტორების შემცირებასა ან აღმოფხვრაში;

დ) შეიმუშავებს მონაცემების მართვის და ანგარიშგების ერთიან სისტემას, რომლითაც ხდება ინციდენტების აღრიცხვა და სტატისტიკის შეგროვებ