1. სააგენტო/აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს მოსალოდნელი საფრთხის მართვასთან დაკავშირებით პროაქტიულ მიდგომას, რა დროსაც ხდება მომხდარი შემთხვევების გაანალიზება და მათი თავიდან აცილების მიზნით საჭირო ზომების მიღება.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული საკითხის განხილვისას მუშავდება მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილების შესახებ შესაძლო მექანიზმები, არსებული პროცედურების, პოლიტიკისა და ხარვეზების შეფასება, ასევე, ისეთი პრაქტიკის დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს არსებული მექანიზმის გაუმჯობესებას ადგილობრივი თუ საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინები