2. მე-10 მუხლის შეუზღუდავად, მესამე ქვეყნების პროდუქტების ყველა ტვირთი, რომელიც განკუთვნილია I დანართში ჩამოთვლილ რომელიმე ტერიტორიაზე იმპორტისათვის, ექვემდებარება მე-4(4) მუხლით გათვალისწინებულ იდენტურობისა და ფიზიკურ შემოწმებებს.
3. საბაჟო ორგანოებმა არ უნდა დაუშვან ტვირთის იმპორტი თუ საბაჟო რეგულაციებისა და მე-10(2) და (3) მუხლის, აგრეთვე, მე-18 მუხლის საფუძველზე მისაღები განსაკუთრებული დებულებების შეუზღუდავად წარმოდგენილი არ იქნა მტკიცებულება იმისა, რომ შესაბამისი ვეტერინარული შემოწმებები ჩატარებულია და მიღებულია დამაკმაყოფილებელი შედეგები, გაცემულია შესაბამისი სერტიფიკატი მე-5(1) მუხლის საფუძველზე და კომპეტენტურ ორგანოს აქვს გარანტია იმისა, რომ „დირექტივებით 89/662/EEC, 90/425/EEC, 90/675/EEC და 91/496/EEC გათვალისწინებული ვეტერინარული შემოწმებისა და კონტროლის დაფინანსების შესახებ“ საბჭოს 1985 წლის 29 იანვრის დირექტივით 85/73/EEC (შესწორებული და კონსოლიდირებული)(12) განსაზღვრული ინსპექციის გადასახადი გადახდილია ან გადაიხდება აღნიშნული დირექტივის დებულებების შესაბამისად.
4. თუ ტვირთი აკმაყოფილებს იმპორტის პირობებს, სახელმწიფო ვეტერინარი შესაბამის პირს აწვდის ორიგინალი სერტიფიკატებისა და დოკუმენტების დამოწმებულ ასლებს და მე-5(1) მუხლის შესაბამისად გასცემს სერტიფიკატს, რომელშიც აღნიშნულია, რომ სასაზღვრო გამშვებ პუნქტში განხორციელებული ვეტერინარული შემოწმების საფუძველზე ტვირთი შეესაბამება იმპორტის პირობებს.
5. დირექტივებში 89/662/EEC და 90/425/EEC აღნიშნული პროდუქტებით ვაჭრობა, რომელთა იმპორტიც ნებადართულია ამ დირექტივის I დანართში მოცემული ნუსხის რომელიმე ტერიტორიაზე ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, უნდა განხორციელდეს აღნიშნულ დირექტივებით და, განსაკუთრებით, მის II თავში განსაზღვრული წესების შესაბამისად.
6. ამ მუხლის გამოყენების დეტალური წესები მიიღება 29-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისა