2. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ I დანართში ჩამოთვლილ ტერიტორიებზე ტვირთებს შეტანა განხორციელდეს სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით.
3. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ტვირთზე პასუხისმგებელი პირების ვალდებულებაში შევიდეს ინფორმაციის წინასწარ გადაცემა სასაზღვრო გამშვები პუნქტის ვეტერინარული პერსონალისთვის, რომელთაც პროდუქტები წარედგინებათ, შეძლებისდაგვარად, მე-5(1) მუხლში გათვალისწინებული ცნობის შესაბამისად შედგენით ან პირველ პუნქტში აღნიშნული ტვირთის დეტალური წერილობითი ან ელექტრონულად აღწერით, მე-9 მუხლსა და მე-19(1) მუხლში აღნიშნული პროდუქტების ჩათვლით.
წევრმა სახელმწიფოებმა შესაძლოა, შეამოწმონ გემებისა და საჰაერო ხომალდების დეკლარაციები, რათა დაადგინონ მათი შესაბამისობა ზემოაღნიშნულ განცხადებებსა და დოკუმენტებთან.
4. საბაჟო ორგანოები, რომლებზეც სასაზღვრო გამშვები პუნქტი გეოგრაფიულად არის დამოკიდებული, ტვირთის საბაჟო დამუშავებისა და გამოყენების ნებართვას გასცემენ მხოლოდ მე-5(1) მუხლში აღნიშნულ ცნობაში განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
5. ამ მუხლის გამოყენების დეტალური წესები, კერძოდ, ვეტერინარულ შემოწმებას დაქვემდებარებული პროდუქტების ჩამონათვალი, მიიღება 29-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისა