1. სასამართლო, მისი აქტივები, შემოსავალი და სხვა ქონება, ასევე ოპერაციები და გარიგებები თავისუფლდება ყველა სახის პირდაპირი გადასახადისაგან, რაც, კერძოდ, მოიცავს საშემოსავლო გადასახადს, კაპიტალზე გადასახადს, კომპანიის მოგების გადასახადს, ისევე როგორც ადგილობრივი და პროვინციული ხელისუფლების მიერ დაწესებულ პირდაპირი გადასახადებს. თუმცა გაითვალისწინება, რომ სასამართლო არ მოითხოვს იმ გადასახადებისაგან გათავისუფლებას, რომლებიც, ფაქტობრივად, წარმოადგენს სხვას არაფერს, თუ არა კომუნალური მომსახურებას გადასახადს, რომლის გადახდაც ხდება ფიქსირებული ტარიფით გაწეული მომსახურების ოდენობის მიხედვით და რომლებიც შესაძლებელია კონკრეტულად დასახელებული, აღწერილ და გაწერილ იქნეს.

2. სასამართლო თავისუფლდება ყველა სახის საბაჟო გადასახდელებისგან, საიმპორტო გადასახადებისაგან და სასამართლოს მიერ მისი ოფიციალური მოხმარებისათვის და მის პუბლიკაციებთან დაკავშირებით იმპორტირებული ან ექსპორტირებული საგნების საიმპორტო ან საექსპორტო აკრძალვებისაგან და შეზღუდვებისაგან.

3. ამგვარი გათავისუფლების პირობებში იმპორტირებული ან შეძენილი საქონელი არ უნდა იქნეს გაყიდული ან სხვაგვარად განკარგული მონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიაზე, გარდა ამ მონაწილე სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებთან შეთანხმებული პირობების