1. მოსამართლეები, პროკურორი, პროკურორის მოადგილეები და რეგისტრატორი, როდესაც ისინი მონაწილეობენ სასამართლოს საქმიანობაში ან ამგვარ საქმიანობასთან დაკავშირებით, სარგებლობენ იმავე პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით, რომლებიც ენიჭებათ დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს და მათი უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ უნარჩუნდებათ ნებისმიერი სასამართლო პროცესუალური იმუნიტეტი მათი ოფიციალური მოვალეობების განხორციელებისას მათ მიერ ყველანაირ ნათქვამთან ან დაწერილთან და განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით.

2. მოსამართლეებს, პროკურორს, პროკურორის მოადგილეებს და რეგისტრატორს და მათთან მცხოვრებ მათი ოჯახის წევრებს ენიჭებათ ყველა შეღავათი იმ ქვეყნის დასატოვებლად, რომელშიც ისინი იმყოფებიან და იმ ქვეყანაში შესვლასთან და დატოვებასთან დაკავშირებით, სადაც სასამართლო ატარებს სხდომებს. მათი ფუნქციების განხორციელებასთან დაკავშირებული მგზავრობისას, მოსამართლეები, პროკურორი, პროკურორის მოადგილეები და რეგისტრატორი ყველა მონაწილე სახელმწიფოში, რომლის გავლითაც მათ შეიძლება გაიარონ, სარგებლობენ ყველა პრივილეგიით, იმუნიტეტითა და შეღავათით, რომელიც მონაწილე სახელმწიფოების მიერ ენიჭებათ დიპლომატიურ აგენტებს ვენის კონვენციის მიხედვით მსგავს გარემოებებში.

3. იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე, პროკურორი, პროკურორის მოადგილე ან რეგისტრატორი, იმისათვის, რომ იმყოფებოდეს სასამართლოს განკარგულებაში, ცხოვრობს რომელიმე მონაწილე სახელმწიფოში, რომელიც არ წარმოადგენს სახელმწიფოს, რომლის მოქალაქეც ის არის ან სადაც აქვს მუდმივი საცხოვრებელი, მას, მასთან ერთად მცხოვრებ ოჯახის წევრებთან ერთად, ამ სახელმწიფოში მათი ცხოვრების პერიოდში ენიჭებათ დიპლომატიური პრივილეგიები, იმუნიტეტები და შეღავათები.

4. მოსამართლეები, პროკურორი, პროკურორის მოადგილეები და რეგისტრატორი და მათთან ერთად მცხოვრები მათ ოჯახის წევრები საერთაშორისო კრიზისის დროს სარგებლობენ იგივე რეპატრიაციის პირობებით, რომლითაც სარგებლობენ დიპლომატიური აგენტები ვენის კონვენციის შესაბამისად.

5. ამ მუხლის 1-ლი-მე-4 პუნქტები სასამართლოს მოსამართლეებზე ვრცელდება მათი უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგაც, თუ ისინი აგრძელებენ მათი ფუნქციების განხორციელებას სტატუტის 36-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად.

6. მოსამართლეებისათვის, პროკურორისათვის, პროკურორის მოადგილეებისა და რეგისტრატორისათვის გადახდილი სარგოები, გასამრჯელოები და შემწეობები გათავისუფლებულია გადასახადებისაგან. როდესაც რომელიმე სახის გადასახადის დაკისრება დამოკიდებულია საცხოვრებელ ადგილზე, დროის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მოსამართლეები, პროკურორი, პროკურორის მოადგილეები და რეგისტრატორი იმყოფებიან მონაწილე სახელმწიფოში მათი ფუნქციების განსახორციელებლად, გადასახადების დაწესების მიზნით არ მიიჩნევა ცხოვრების პერიოდებად. მონაწილე სახელმწიფოებს შეუძლიათ გაითვალისწინონ ეს სარგოები, გასამრჯელოები და შემწეობები იმ გადასახადების რაოდენობის შეფასების მიზნით, რომელიც ვრცელდება სხვა წყაროდან მიღებულ შემოსავალზე.

7. მონაწილე სახელმწიფოები არ არიან ვალდებულნი გაათავისუფლონ ყოფილი მოსამართლეები, პროკურორები, რეგისტრატორები და მათ კმაყოფაზე მყოფი პირები საპენსიო საშემოსავლო გადასახადისაგან და სხვა ყოველწლიურად გადახდილი თანხებისაგა