1. მოწმეები ჩვენების მიცემის მიზნით სასამართლოზე გამოცხადებასთან დაკავშირებით აუცილებელ ფარგლებში, მათ შორის, სასამართლოზე გამოცხადებასთან დაკავშირებით მოგზაურობის განმავლობაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული დოკუმენტის წარდგენის პირობით სარგებლობენ შემდეგი პრივილეგიებით, იმუნიტეტებითა და შეღავათებით:

(a) იმუნიტეტით პირადი დაპატიმრებისაგან ან დაკავებისაგან;

(b) ამ მუხლის (d) ქვეპუნქტის დაურღვევლად, მათი პირადი ბარგის კონფისკაციისაგან იმუნიტეტით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს სერიოზული საფუძველი იმისა, რომ ბარგი შეიცავს ისეთ ნივთებს, რომელთა იმპორტი ან ექსპორტი აკრძალულია შესაბამისი მონაწილე სახელმწიფოს კანონმდებლობით ან ექვემდებარება საკარანტინო კონტროლის წესებს;

(c) იმუნიტეტით ყველა საპროცესო მოქმედებისაგან წარმოთქმულთან ან დაწერილთან და მათი მიერ ჩვენების მიცემისას ყველა განხორციელებულ აქტთან დაკავშირებით, ეს იმუნიტეტი აგრძელებს მოქმედებას სასამართლოში მათი გამოცხადების და ჩვენების მიცემის შემდეგაც;

(d) ჩვენების მიცემასთან დაკავშირებით, ნებისმიერი ფორმით და მასალის საბუთებისა და დოკუმენტების ხელშეუხებლობით;

(e) სასამართლოსთან და ადვოკატთან კომუნიკაციის მიზნებისათვის, უფლებით – მიიღოს და გაგზავნოს საბუთები და დოკუმენტები ნებისმიერი ფორმით;

(f) თავისუფლდება საემიგრაციო შეზღუდვებისაგან ან უცხოელთა რეგისტრაციის მოთხოვნებისაგან, როდესაც ისინი მგზავრობენ ჩვენების მიცემის მიზნით;

(g) იგივე რეპატრიაციის პირობებით საერთაშორისო კრიზისის დროს, რომლებიც მინიჭებული აქვთ დიპლომატიურ წარმომადგენლებს ვენის კონვენციის მიხედვით.

2. მოწმეებზე, რომლებიც სარგებლობენ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პრივილეგიებით, იმუნიტეტებით და შეღავათებით, სასამართლოს მიერ გაიცემა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მათი გამოცხადება მოითხოვა სასამართლომ და მიუთითებს დროის პერიოდს, რომლის განმავლობაშიც აუცილებელია მათი გამოცხადებ