1. ექსპერტები, რომლებიც სასამართლოსათვის ასრულებენ ფუნქციებს, მათი ფუნქციების დამოუკიდებლად შესრულებისათვის აუცილებელ ფარგლებში, მათ შორის, მათი ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოგზაურობის განმავლობაში, და ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული დოკუმენტის წარდგენის პირობით, სარგებლობენ შემდეგი პრივილეგიებით, იმუნიტეტებითა და შეღავათები:

(a) იმუნიტეტით პირადი დაპატიმრებისაგან ან დაკავებისაგან და მათი პირადი ბარგის კონფისკაციისაგან;

(b) იმუნიტეტით ყველა საპროცესო მოქმედებისაგან წარმოთქმულთან ან დაწერილთან და სასამართლოსათვის მათი ფუნქციების შესრულებისას ყველა განხორციელებულ აქტთან დაკავშირებით, ეს იმუნიტეტი აგრძელებს მოქმედებას მათი ფუნქციების დასრულების შემდეგაც;

(c) სასამართლოსათვის განხორციელებული მათ ფუნქციებთან დაკავშირებით ნებისმიერი ფორმის და მასალის საბუთებისა და დოკუმენტების ხელშეუხებლობით;

(d) მათ ფუნქციებთან დაკავშირებით სასამართლოსთან კომუნიკაციის მიზნებისათვის, უფლებით მიიღოს და გაგზავნოს საბუთები და დოკუმენტები კურიერის ან დალუქული ვალიზებით ნებისმიერი ფორმით;

(e) თავისუფლდებიან პირადი ბარგის შემოწმებისაგან, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს სერიოზული საფუძველი იმისა, რომ ბარგი შეიცავს ისეთ ნივთებს, რომელთა იმპორტი ან ექსპორტი აკრძალულია შესაბამისი მონაწილე სახელმწიფოს კანონმდებლობით ან ექვემდებარება საკარანტინო კონტროლის წესებს, ამ შემთხვევაში შემოწმება უნდა განხორციელდეს ამ ექსპერტის თანდასწრებით;

(f) იგივე პრივილეგიებით სავალუტო და გაცვლით შეღავათებთან დაკავშირებით, რომლითაც სარგებლობენ უცხო სახელმწიფოს მთავრობის წარმომადგენლები დროებით მისიებში;

(g) იგივე რეპატრიაციის პირობებით საერთაშორისო კრიზისის დროს, რომლებიც მინიჭებული აქვთ დიპლომატიურ წარმომადგენლებს ვენის კონვენციის მიხედვით;

(h) ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტში მითითებულ მათ ფუნქციებთან დაკავშირებით თავისუფლდებიან საემიგრაციო შეზღუდვებისაგან ან უცხოელთა რეგისტრაციის მოთხოვნებისაგან.

2. ექსპერტებზე, რომლებიც სარგებლობენ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პრივილეგიებით, იმუნიტეტებით და შეღავათებით, სასამართლოს მიერ გაიცემა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ისინი ასრულებენ თავიანთ ფუნქციებს სასამართლოსათვის და მიუთითებს მათი ფუნქციების დროის პერიოდ