წინამდებარე შეთანხმების მე-13 და მე-14 მუხლებით გათვალისწინებული პრივილეგიები და იმუნიტეტები სახელმწიფოების და მთავრობათაშორისი ორგანიზაციის წარმომადგენლებს ენიჭებათ არა პირადი ინტერესებისათვის, არამედ იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს ასამბლეის, მისი დამხმარე ორგანოების და სასამართლოს მუშაობასთან დაკავშირებით მათი ფუნქციების დამოუკიდებლად განხორციელება. შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოებს არა მარტო გააჩნიათ უფლება, არამედ ვალდებულნი არიან თავიანთ წარმომადგენლებს მოუხსნან პრივილეგიები და იმუნიტეტები ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც, ამ სახელმწიფოების აზრით, ისინი შეაფერხებენ მართლმსაჯულების განხორციელებას და მათი მოხსნა შესაძლებელია იმ მიზნისათვის ზიანის მიუყენებლად, რისთვისაც მინიჭებულია ეს პრივილეგიები და იმუნიტეტები. სახელმწიფოებს, რომლებიც არ არიან წინამდებარე შეთანხმების მონაწილენი და მთავრობათაშორის ორგანიზაციებს ენიჭებათ წინამდებარე შეთანხმების მე-13 და მე-14 მუხლებით გათვალისწინებული პრივილეგიები და იმუნიტეტები იმ გაგებით, რომ ისინი კისრულობენ იგივე ვალდებულებას პრივილეგიების და იმუნიტეტების მოხსნასთან დაკავშირები