1. მონაწილე სახელმწიფოების კანონმდებლობის დაცვის ხელშეწყობის და წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული პრივილეგიების, იმუნიტეტების და შეღავათების ბოროტად გამოყენების აღკვეთის მიზნით, სასამართლო მუდმივად თანამშრომლობს მონაწილე სახელმწიფოების შესაბამის ორგანოებთან.
2. მათი პრივილეგიებისათვის და იმუნიტეტებისათვის ზიანის მიუყენებლად, პირები, რომლებიც სარგებლობენ წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული პრივილეგიებითა და იმუნიტეტით, ვალდებულნი არიან დაიცვან იმ მონაწილე სახელმწიფოს კანონები და წესები, რომლის ტერიტორიაზეც ისინი შეიძლება იმყოფებოდნენ სასამართლოს საქმეებზე ან რომლის ტერიტორიაზეც შეიძლება გაიარონ ამგვარ საქმესთან დაკავშირებით. ისინი ასევე ვალდებულნი არიან არ ჩაერიონ ამ სახელმწიფოს შიდა საქმეებშ