1. ადვოკატი მისი ფუნქციების დამოუკიდებლად შესრულებისათვის აუცილებელ ფარგლებში, მათ შორის, მისი ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებული მოგზაურობის განმავლობაში, მისი ფუნქციების განხორციელებასთან და ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული სერტიფიკატის წარდგენის პირობით, სარგებლობს შემდეგი პრივილეგიებით, იმუნიტეტებითა და შეღავათებით:

(a) იმუნიტეტით პირადი დაპატიმრებისაგან ან დაკავების და მათი პირადი ბარგის კონფისკაციისაგან;

(b) იმუნიტეტით ყველა საპროცესო მოქმედებისაგან წარმოთქმულთან ან დაწერილთან და, მათი ოფიციალური მოვალეობების შესრულებისას, ყველა განხორციელებულ აქტთან დაკავშირებით, ეს იმუნიტეტი აგრძელებს მოქმედებას მას შემდეგ, რაც იგი შეწყვეტს თავისი ფუნქციების განხორციელებას;

(c) მისი ფუნქციების განხორციელებასთან დაკავშირებით ნებისმიერი ფორმით და მასალის, საბუთებისა და დოკუმენტების ხელშეუხებლობით;

(d) ადვოკატის ფუნქციების შესრულებისას კომუნიკაციის მიზნებისათვის, უფლებით მიიღოს და გაგზავნოს საბუთები და დოკუმენტები ნებისმიერი ფორმით;

(e) თავისუფლდება საემიგრაციო შეზღუდვებისაგან ან უცხოელთა რეგისტრაციის მოთხოვნებისაგან;

(f) თავისუფლდებიან პირადი ბარგის შემოწმებისაგან, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს სერიოზული საფუძველი იმისა, რომ ბარგი შეიცავს ისეთ ნივთებს, რომელთა იმპორტი ან ექსპორტი აკრძალულია შესაბამისი მონაწილე სახელმწიფოს კანონმდებლობით ან ექვემდებარება საკარანტინო კონტროლის წესებს. ამ შემთხვევაში შემოწმება უნდა განხორციელდეს ამ ადვოკატის თანდასწრებით;

(g) იმავე პრივილეგიებით სავალუტო და გაცვლით შეღავათებთან დაკავშირებით, რომლებიც ენიჭებათ უცხო სახელმწიფოს მთავრობის წარმომადგენლებს დროებით ოფიციალურ მისიებში;

(h) იმავე რეპატრიაციის პირობებით საერთაშორისო კრიზისის დროს, რომლებიც მინიჭებული აქვთ დიპლომატიურ წარმომადგენლებს ვენის კონვენციის მიხედვით.

2. სტატუტის, პროცედურის და მტკიცების წესის და სასამართლოს რეგლამენტის შესაბამისად ადვოკატის დანიშვნისას, ადვოკატი ღებულობს სერტიფიკატს რეგისტრატორის ხელმოწერით იმ ვადით, რაც აუცილებელია მისი ფუნქციების განსახორციელებლად. ეს სერტიფიკატი უქმდება, თუ უფლებამოსილება ან მანდატი წყვეტს მოქმედებას სერტიფიკატის ვადის გასვლამდე.

3. როდესაც დაბეგვრის რაიმე ფორმა დამოკიდებულია საცხოვრებელ ადგილზე, პერიოდები, რომელთა განმავლობაში ადვოკატი იმყოფება რომელიმე მონაწილე სახელმწიფოში მისი ფუნქციების განხორციელებასთან დაკავშირებით, არ მიიჩნევა მისი იქ ცხოვრების პერიოდად.

4. ამ მუხლის დებულებები თავისთავად ვრცელდება იმ პირებზეც, რომლებიც დახმარებას უწევენ ადვოკატს პროცედურის და მტკიცებულების წესების 22-ე წესის შესაბამისა