1. რეგისტრატორის მოადგილე, პროკურორის კანცელარიის პერსონალი და რეგისტრატურის პერსონალი სარგებლობს ისეთი პრივილეგიებით, იმუნიტეტებითა და შეღავათებით, რაც აუცილებელია მათი ფუნქციების დამოუკიდებლად შესრულებისათვის. ისინი:
(a) სარგებლობენ იმუნიტეტით პირადი დაპატიმრებისაგან ან დაკავებისაგან და მათი პირადი ბარგის კონფისკაციისაგან;
(b) სარგებლობენ იმუნიტეტით ყველა საპროცესო მოქმედებისაგან წარმოთქმულთან ან დაწერილთან და მათი ოფიციალური მოვალეობების შესრულებისას ყველა განხორციელებულ აქტთან დაკავშირებით, ეს იმუნიტეტი აგრძელებს მოქმედებას სასამართლოში მათი მუშაობის შეწყვეტის შემდეგაც;
(c) სარგებლობენ ნებისმიერი ფორმით და მასალის ოფიციალური საბუთებისა და დოკუმენტების ხელშეუხებლობით;
(d) თავისუფლდებიან სასამართლოს მიერ მათთვის გადახდილი სარგოების, გასამრჯელოების და შემწეობების გადასახადებისაგან. მონაწილე სახელმწიფოებს შეუძლიათ გაითვალისწინონ ეს სარგოები, გასამრჯელოები და შემწეობები სხვა წყაროებიდან მიღებული შემოსავლის დასაბეგრი ოდენობის დასადგენად;
(e) თავისუფლდებიან სავალდებულო სამხედრო სამსახურისაგან;
(f) მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრებთან ერთად თავისუფლდებიან საემიგრაციო შეზღუდვებისაგან ან უცხოელთა რეგისტრაციის მოთხოვნებისაგან;
(g) თავისუფლდებიან პირადი ბარგის შემოწმებისაგან, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს სერიოზული საფუძველი იმისა, რომ ბარგი შეიცავს ისეთ ნივთებს, რომელთა იმპორტი ან ექსპორტი აკრძალულია შესაბამისი მონაწილე სახელმწიფოს კანონმდებლობით ან ექვემდებარება საკარანტინო კონტროლის წესებს, ამ შემთხვევაში შემოწმება უნდა განხორციელდეს ამ თანამდებობის პირის თანდასწრებით;
(h) სარგებლობენ იმავე პრივილეგიებით სავალუტო და გაცვლით შეღავათებთან დაკავშირებით, რომლითაც სარგებლობენ შესაბამის ქვეყანაში არსებული დიპლომატიური მისიების შესაბამისი რანგის მქონე დიპლომატიური თანამდებობის მქონე პირები;
(i) მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრებთან ერთად სარგებლობენ იმავე რეპატრიაციის პირობებით საერთაშორისო კრიზისის დროს, რომლებიც მინიჭებული აქვთ დიპლომატიურ წარმომადგენლებს ვენის კონვენციის მიხედვით;
(j) სარგებლობენ მოსაკრებლების და გადასახადების გარეშე, გარდა მომსახურების გადასახადისა, მათი თანამდებობის დაკავებისას შესაბამის მონაწილე სახელმწიფოში ავეჯის და ნივთების შემოტანის და მათი მუდმივი საცხოვრებელ ქვეყანაში ავეჯის და ნივთების მოსაკრებლებისა და გადასახადების გარეშე უკან გატანის უფლებით.
2. მონაწილე სახელმწიფოები არ არიან ვალდებულნი გაათავისუფლონ ყოფილი რეგისტრატორის მოადგილეები, პროკურორის კანცელარიის პერსონალის წევრები, რეგისტრატურის პერსონალის წევრები და მათ კმაყოფაზე მყოფი პირები საპენსიო საშემოსავლო გადასახადისაგან და სხვა ყოველწლიურად გადახდილი თანხებისაგა