1. ნებისმიერი სახის ფინანსური კონტროლით, წესებით ან ფინანსური მორატორიუმებით შეზღუდვების გარეშე, თავისი საქმიანობის განხორციელებისას:
(a) სასამართლოს შეუძლია ფლობდეს ფონდებს, ნებისმიერი სახის ვალუტას ან ოქროს და იქონიოს ანგარიშები ნებისმიერ ვალუტაში;
(b) სასამართლოს შეუძლია თავისუფლად გადარიცხოს მისი ფონდები, ოქრო ან მისი ვალუტა ერთი ქვეყნიდან მეორეში ან რომელიმე ქვეყნის ფარგლებში და მოახდინოს ნებისმიერი ვალუტის კონვერტაცია ნებისმიერ სხვა ვალუტაში;
(c) სასამართლოს შეუძლია მიიღოს, ფლობდეს, გადასცეს, გადარიცხოს, მოახდინოს კონვერტაცია ან განახორციელოს სხვაგვარი ოპერაციები ობლიგაციებთან და სხვა ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებით;
(d) სასამართლო მისი ფინანსური გარიგებების გაცვლით კურსებთან დაკავშირებით სარგებლობს იმაზე არანაკლები მოპყრობით, რომელიც ენიჭება შესაბამისი მონაწილე სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციას ან დიპლომატიურ წარმომადგენლობას.
2. პირველი პუნქტის შესაბამისად მისი უფლებით სარგებლობისას, სასამართლომ სათანადოდ უნდა გაითვალისწინოს ნებისმიერი სახელმწიფოს მიერ გაკეთებული ნებისმიერი განაცხადი იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ამგვარ განაცხადთან დაკავშირებით ზომების მიღება არ აყენებს ზიანს სასამართლოს ინტერესებ