1. სასამართლო და მისი ქონება, ფონდები და აქტივები, სადაც არ უნდა მდებარეობდეს ან ვის განკარგულებაშიც არ უნდა იმყოფებოდეს, სარგებლობს იმუნიტეტით ნებისმიერი პროცესუალური ქმედებისაგან, იმ კონკრეტული შემთხვევების გარდა, როდესაც სასამართლო პირდაპირ იხსნის იმუნიტეტს. თუმცა, ეს უნდა იქნეს გაგებული ისე, რომ იმუნიტეტის მოხსნა არ გავრცელდეს აღსრულების ზომაზე.

2. სასამართლოს ქონება, ფონდები და აქტივები, სადაც არ უნდა მდებარეობდეს ან ვის განკარგულებაშიც არ უნდა იმყოფებოდეს, სარგებლობს იმუნიტეტით ჩხრეკის, ამოღების, რეკვიზიციის, კონფისკაციის, ექსპროპრიაციის და აღმასრულებელი, ადმინისტრაციული, სასამართლოს თუ საკანონმდებლო წესით ჩარევის სხვა ფორმებისაგან.

3. სასამართლოს ფუნქციების განხორციელების აუცილებლობის ფარგლებში, სასამართლოს ქონება, ფონდები და აქტივები, სადაც არ უნდა მდებარეობდეს ან ვის განკარგულებაშიც არ უნდა იმყოფებოდეს, თავისუფლდება ყველანაირი სახის შეზღუდვებისაგან, რეგულაციებისაგან, კონტროლისა და მორატორიუმებისაგა