1. როგორც ზოგადი წესი, სასამართლო არ ითხოვს იმ მოსაკრებლებისაგან ან/და გადასახადებისაგან გათავისუფლებას, რომელიც შესულია მოძრავი თუ უძრავი ქონების ფასში და გაწეული მომსახურების გადასახადებში. მიუხედავად ამისა, როდესაც სასამართლო მისი ოფიციალური მოხმარებისათვის ახორციელებს ქონების და საქონლის ან მომსახურების მნიშვნელოვან შესყიდვებს, რომელსაც დაერიცხა ან დაერიცხება კონკრეტული გადასახდელები ან/და გადასახადები, ამგვარი გადასახადელის ან/და გადასახადის გასათავისუფლებლად ან ასანაზღაურებლად მონაწილე სახელმწიფოები იღებენ შესაბამის ადმინისტრაციულ ზომებს.

2. ამგვარი გათავისუფლების ან ანაზღაურების პირობებში შესყიდული საქონელი არ უნდა იქნეს გაყიდული ან სხვაგვარად განკარგული იმ მონაწილე სახელმწიფოს მიერ დადგენილი პირობების გარდა, რომელმაც გაათავისუფლა ან აუნაზღაურა. სასამართლოსათვის გაწეული კომუნალური მომსახურების გადასახადთან დაკავშირებით დაუშვებელია რაიმე გათავისუფლება ან ანაზღაურებ