წინამდებარე შეთანხმების მიზნებისათვის:
(a) „სტატუტი“ ნიშნავს გაერთიანებული ერების სრულუფლებიან წარმომადგენელთა დიპლომატიური კონფერენციის მიერ 1998 წლის 17 ივლისს მიღებულ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სტატუტს;
(b) „სასამართლო“ ნიშნავს სტატუტით დაარსებულ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს;
(c) „მონაწილე სახელმწიფოები“ ნიშნავს წინამდებარე შეთანხმების მონაწილე სახელმწიფოებს;
(d) „მონაწილე სახელმწიფოების წარმომადგენლები“ ნიშნავს ყველა დელეგატს, დელეგატის მოადგილეებს, მრჩევლებს, ტექნიკურ ექსპერტებს და დელეგაციების მდივნებს;
(e) „ასამბლეა“ ნიშნავს სტატუტის მონაწილე სახელმწიფოების ასამბლეას;
(f) „მოსამართლეები“ ნიშნავს სასამართლოს მოსამართლეებს;
(g) „პრეზიდიუმი“ ნიშნავს ორგანოს, რომელიც შედგება სასამართლოს პრეზიდენტისაგან და პირველი და მეორე ვიცე-პრეზიდენტებისაგან;
(h) „პროკურორი“ ნიშნავს სტატუტის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ასამბლეის მიერ არჩეულ პროკურორს;
(i) „პროკურორის მოადგილეები“ ნიშნავს სტატუტის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ასამბლეის მიერ არჩეულ პროკურორის მოადგილეებს;
(j) „რეგისტრატორი“ ნიშნავს სტატუტის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად სასამართლოს მიერ არჩეულ რეგისტრატორს;
(k) „რეგისტრატორის მოადგილეები“ ნიშნავს სტატუტის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად სასამართლოს მიერ არჩეულ რეგისტრატორის მოადგილეებს;
(l) „ადვოკატი“ ნიშნავს დამცველ ადვოკატს და დაზარალებულთა კანონიერ წარმომადგენლებს;
(m) „გენერალური-მდივანი“ ნიშნავს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს;
(n) „მთავრობათაშორისი ორგანიზაციების წარმომადგენლები“ ნიშნავს მთავრობათაშორისი ორგანიზაციების აღმასრულებელ მეთაურებს, მისი მოვალეობის შემსრულებელი ნებისმიერი თანამდებობის პირის ჩათვლით;
(o) „ვენის კონვენცია“ ნიშნავს დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ 1961 წლის 18 აპრილის ვენის კონვენციას;
(p) „პროცედურის და მტკიცების წესი“ ნიშნავს სტატუტის 51-ე მუხლის შესაბამისად მიღებულ პროცედურის და მტკიცების წეს