სასამართლოს არქივები და ყველა საბუთი და დოკუმენტი ნებისმიერი ფორმით, და მასალები, რომელიც ეგზავნება სასამართლოს ან იგზავნება სასამართლოდან, სადაც არ უნდა მდებარეობდეს და ვის განკარგულებაშიც არ უნდა იმყოფებოდეს, ხელშეუხებელია. ამგვარი ხელშეუხებლობის შეწყვეტა ან არარსებობა გავლენას არ ახდენს დამცავ ზომებზე, რომელთა გამოყენებაც სასამართლოს შეუძლია სტატუტის და პროცედურის და მტკიცების წესის შესაბამისად იმ დოკუმენტებთან ან მასალებთან დაკავშირებით, რომელიც მიეწოდა ან გამოიყენება სასამართლოს მიე