საკონსულო დაწესებულების შენობები, საკონსულო დაწესებულების ყველანაირი ქონება, აგრეთვე გადაადგილების ყველა საშუალება სარგებლობს იმუნიტეტით და სახელმწიფო თავდაცვის ან საზოგადოებრივი აუცილებლობის მიზნით ნებისმიერი სახით რეკვიზიციისაგან. თუ ზემოაღნიშნული მიზნებისათვის საჭირო გახდება ამ შენობათა გასხვისება, მიიღება ყველა ზომა საკონსულო ფუნქციათა შესრულებისათვის ხელშემშლელ გარემოებათა თავიდან ასაცილებლად და წარმდგენ სახელმწიფოს გადაუდებლად აუნაზღაურდება შესაბამისი და ეფექტური კომპენსაცი