1. საკონსულო თანამდებობის პირები სარგებლობენ დიპლომატიური პრივილეგიებისა და იმუნიტეტების მთელი მოცულობით ისევე, როგორც დიპლომატიური აგენტები დიპლომატიურ ურთიერთობათა შესახებ ვენის 1961 წლის 18 აპრილის კონვენციის შესაბამისად.
2. საკონსულო დაწესებულების საკონსულო მოსამსახურენი და მომსახურე პერსონალის მუშაკები არ ექვემდებარებიან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს იურისდიქციას თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის განსახორციელებლად შესრულებული მოქმედებებისას.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტი არ გამოიყენება იმ სამოქალაქო სარჩელის მიმართ:
3.1. რომელიც გამომდინარეობს საკონსულო დაწესებულების საკონსულო მოსამსახურის ან მომსახურე პერსონალის მუშაკის მიერ დადებული ხელშეკრულებიდან, რომლითაც მან პირდაპირ ან არაპირდაპირ არ აიღო მოვალეობა, როგორც წარმდგენი სახელმწიფოს აგენტმა ან
3.2. მესამე მხარისადმი ზიანის მიყენებისას, რომელიც მან განიცადა ადგილსამყოფელ ქვეყანაში საგზაო-სატრანსპორტო საშუალებით, გემით ან თვითმფრინავით გამოწვეული უბედური შემთხვევის გამ