1. საკონსულო თანადმებობის პირები სრული მოცულობით სარგებლობენ დიპლომატიური პრივილეგიებითა და იმუნიტეტით, როგორც დიპლომატიური აგენტები, 1961 წლის 18 აპრილის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის შესაბამისად.
2. საკოსნულო მუშაკები და მომსახურე პერსონალის მუშაკები არ ექვემდებარებიან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს იურისდიქციას, იმ მოქმედებებთან დაკავშირებით, რომლებსაც ისინი ახორციელებენ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების დროს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მოცემული დებულებები არ გამოიყენება იმ სამოქალაქო სარჩელის მიმართ:
3.1. გამომდინარე, იმ ხელშეკრულებიდან, რომელიც დადებულია საკონსულო მუშაკის ან საკონსულო დაწესებულების მომსახურე პერსონალის მუშაკის მიერ, რომლითაც მან პირდაპირ ან ირიბად საკუთარ თავზე არ აიღო მოვალეობები როგორც წარმდგენი სახელმწიფოს აგენტმა, ან
3.2. რომელიც აღძრულია მესამე მხარისათვის ადგილსამყოფელ სახელმწიფოში უბედური შემთხვევით მიყენებული ზიანისათვის, რომელიც გამოწვეულია საგზაო-სატრანსპორტო საშუალებით, გემით ან საჰაერო ხომალდით
საქართველოსა და ლიტვის რესპუბლიკის საკონსულო კონვენცია
მუხლი 36. იმუნიტეტი იურისდიქციისადმი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 27. საკონსულო და საცხოვრებელი სათავსოები
- მუხლი 28. სახელმწიფო დროშითა და ღერბით სარგებლობა
- მუხლი 29. საკონსულო კარ-მიდამო და საკონსულო თანამდებობის პირების საცხოვრებელი სათავსოების ხელშეუხებლობა
- მუხლი 32. გადაადგილების თავისუფლება
- მუხლი 33. ურთიერთობის თავისუფლება
- მუხლი 34. საკონსულო ბაჟი და მოსაკრებელი
- მუხლი 37. მოწმის ჩვენების მიცემის ვალდებულება
- მუხლი 38. ვალდებულებებისაგან გათავისუფლება
- მუხლი 39. გათავისუფლება გადასახადებისა და მოსაკრებლებისაგან
- მუხლი 40. საკონსულო მუშაკის გათავისუფლება გადასახადებისაგან
- მუხლი 41. გათავისუფლება საბაჟო კონტროლისა და ბაჟისაგან
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საქართველოსა და ლიტვის რესპუბლიკის საკონსულო კონვენცია“, მუხლი 36. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1218398/muxli-36/