რამდენადაც ეს არ ეწინააღმდეგება კანონებს და წესებს იმ ზონების შესახებ, სადაც შესვლა აკრძალულია ან რეგულირდება სახელმწიფო უშიშროების მოსაზრებებით, ადგილსამყოფელი სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს მის ტერიტორიაზე საკონსულო დაწესებულების ყველა მუშაკის გადაადგილების ან მოგზაურობის თავისუფლება. ამასთანავე, ადგილსამყოფელი სახელმწიფო ყველა შემთხვევაში უზრუნველყოფს საკონსულო თანამდებობის პირის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების შესაძლებლობას