1. წარმდგენ სახელმწიფოს უფლება აქვს ისარგებლოს თავისი სახელმწიფოს დროშითა და ღერბით ადგილსამყოფელ სახელმწიფოში ამ მუხლის დებულებების თანახმად.
2. წარმდგენი სახელმწიფოს სახელმწიფო დროშა შეიძლება იყოს გამოფენილი და მისი სახელმწიფო ღერბი მიმაგრებული შენობაზე, რომელიც დაკავბეულია საკონსულო დაწესებულების მიერ, მის შესასვლელ კარებზე საკონსულო დაწესებულების მეთაურის რეზიდენციაზე, გადაადგილების საშუალებებზე, რომლებიც გამოიყენება ოფიციალური ფუნქციების შესრულების დროს