1. წარმდგენ სახელმწიფოს უფლება აქვს ისარგებლოს თავისი სახელმწიფოს დროშითა და გერბით ადგილსამყოფელ სახელმწიფოში ამ მუხლის დებულებების თანახმად.

2. წარმდგენი სახელმწიფოს სახელმწიფო დროშა შეიძლება იყოს გამოფენილი და მისი სახელმწიფო გერბი მიმაგრებული შენობაზე, რომელიც დაკავებულია საკონსულო დაწესებულების მიერ, მის შესასვლელ კარებზე საკონსულო დაწესებულების მეთაურის რეზიდენციაზე, გადაადგილების საშუალებებზე, რომლებიც გამოიყენება ოფიციალური ფუნქციების შესრულების დრო