1. ადგილსამყოფელი სახელმწიფო ვალდებულია თავის ტერიტორიაზე ხელი შეუწყოს წარმდგენ სახელმწიფოს საკონსულო დაწესებულებებისათვის სათავსოების შეძენაში, მის კანონმდებლობისა და წესების შესაბამისად, ან გაუწიოს დახმარება შენობა-ნაგებობების სხვა გზით მიღებაში.
2. ადგილსამყოფელი სახელმწიფო ასევე ვალდებულია, აუცილებლობის შემთხვევაში, დახმარება გაუწიოს საკონსულო დაწესებულებას მისი მუშაკებისათვის საცხოვრებელი ნაგებობების მიღებაში.
3. ამ მუხლში არაფერი არ შეიძლება განმარტებულ იქნეს ისე, თითქოს წარმდგენი სახელმწიფო თავისუფლდება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებისა და წესების დაცვის პასუხისმგებლობისაგან, რომლებიც არეგულირებენ შენობათა განლაგებასა და კონსტრუქციას, ასევე კანონები და წესები, რომლებიც არეგულირებენ საქალაქო დაგეგმარებასა და რაიონირება