თანამდებობის პირების საცხოვრებელი სათავსოების ხელშეუხებლობა
1. საკონსულო ნაგებობანი და საკონსულო თანამდებობის პირების საცხოვრებელი სათავსოები ხელშეუხებელია. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ხელისუფალთ არ შეუძლიათ შევიდნენ საკონსულო კარ-მიდამოში და საცხოვრებელ სათავსოებში საკონსულო დაწესებულების ან დიპლომატიური წარმომადგენლობის მეთაურის თანხმობის გარეშე, ან იმ პირის თანხმობის გარეშე, რომელიც დანიშნულია ერთ-ერთი მათგანის მიერ.
2. ადგილსამყოფელი სახელმწიფო ყველა ღონეს იხმარს საკონსულო ნაგებობებისა და საკონსულო თანამდებობის პირების საცხოვრებელ სათავსოებში ყოველგვარი შეჭრისა და ზიანის მიყენებისაგან დასაცავად, აგრეთვე, საკონსულო დაწესებულების სიმშვიდის ყოველგვარი დარღვევისა და მისი ღირსების შელახვის თავიდან ასაცილებლა