(2)        მშობლის პასუხისმგებლობის წარმოშობას ან შეწყვეტას შეთანხმების ან ცალმხრივი აქტის შესაბამისად სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობის გარეშე, არეგულირებს ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებველი ადგილის სახელმწიფოს სამართალი შეთანხმების ან ცალმხრივი აქტის ძალაში შესვლის მომენტისთვის.

(3)        ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებველი ადგილის სახელმწიფოს სამართლის თანახმად არსებული მშობლის პასუხისგებლობა შენარჩუნებულია აღნიშნული ჩვეულებრივი საცხოვრებველი ადგილის სხვა სახელმწიფოზე შეცვლის შემდეგ.

(4)        თუ ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებველი ადგილი იცვლება, მშობლის პასუხისმგებლობის წარმოშობას კანონის შესაბამისად  პირის მიმართ, რომელსაც ჯერ არ ეკისრება ასეთი პასუხისმგებლობა, არეგულირებს ახალი ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის სახელმწიფოს სამართალ