(2) თუმცა, აღიარებაზე შესაძლოა უარი ითქვას:
ა) თუ ზომა მიღებულია იმ ორგანოს მიერ, რომლის იურისდიქციას არ გააჩნდა II თავში აღნიშნული საფუძვლებიდან არც ერთი;
ბ) თუ ზომა, გადაუდებელი შემთხვევების გარდა, მიღებულია სასამართლო ან ადმინისტრაციული პროცესის მიმდინარეობისას, ბავშვის მოსმენის გარეშე, მოთხოვნილი სახელმწიფოს ძირითადი საპროცესო პრინციპების დარღვევით;
გ) ნებისმიერი პირის მოთხოვნით, რომელიც აცხადებს, რომ აღნიშნული ზომა არღვევს მშობლის მის პასუხისმგებლობას, თუ აღნიშნული ნორმა, გადაუდებელი შემთხვევების გარდა, მიღებულია ამ პირისთვის მოსმენის გარეშე;
დ) თუ ასეთი აღიარება აშკარად ეწინააღმდეგება იმ სახელმწიფოს საჯარო წესრიგს, სადაც გაგზავნილია მოთხოვნა, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით;
ე) თუ ზომა შეუთავსებელია ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის იმ სახელმწიფოში მიღებულ უკანასკნელ ნორმასთან, რომელიც არ წარმოადგენს ხელშემკვრელ სახელმწიფოს, სადაც აღნიშნული უკანასკნელი ნორმა შეესაბამება მოთხოვნებს აღიარებისთვის მოთხოვნილ სახელმწიფოში;
ვ) თუ არ არის დაცული 33-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურ