ა) პროცესის დაწყების მომენტისთვის ერთ-ერთი მშობელი ჩვეულებრივ ცხოვრობს ამ სახელმწიფოში და ერთ-ერთ მათგანს დაკისრებული აქვს მშობლის პასუხისმგებლობა ბავშვთან მიმართებაში, და
ბ) ამ ორგანოების იურისდიქცია მიიღონ ამგვარი ზომები დადასტურებულია მშობლების ან სხვა ნებისმიერ პირის მიერ, რომელსაც ეკისრება მშობლის პასუხისმგებლობა ბავშვთან მიმართებაში და პასუხობს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.
(2) პირველი პუნქტით გათვალისწინებული, ბავშვის დაცვისთვის ზომების მიღების იურისდიქცია წყდება ბავშვის მშობლების განქორწინების ან ცალ-ცალკე ცხოვრების, ან მათი ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ განცხადების დაკმაყოფილების ან უარყოფის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანის, ან პროცესის სხვა მიზეზით დასრულების მომენტიდა