- მიმართოს მოთხოვნით, უშუალოდ ან თავისი სახელმწიფოს ცენტრალური ორგანოს დახმარებით, იმის თაობაზე, რომ აღნიშნულმა სხვა ორგანომ აღიაროს დაცვის იმ ზომების მიღების იურისდიქცია, რომლებსაც ის საჭიროდ ჩათვლის, ან
- შეაჩეროს საქმის განხილვა და შესთავაზოს მხარეებს ამგვარი მოთხოვნის გადაცემა აღნიშნული სხვა სახელმწიფოს ორგანოების მიერ განსახილველად.
(2) ხელშეკმკვრელი სახელმწიფოები, რომელთა ორგანოებში, როგორც ეს გათვალისწინებულია წინა პუნქტში, შეიძლება გაიგზავნოს მოთხოვნა, არიან:
ა) სახელმწიფო, რომლის მოქალაქეა ბავშვი;
ბ) სახელმწიფო, რომელშიც მდებარეობს ბავშვის ქონება;
გ) სახელმწიფო, რომლის ორგანოებშიც განიხილება განცხადება ბავშვის მშობლების განქორწინების ან ცალ-ცალკე ცხოვრების, ან მათი ქორწინების მათილად ცნობის შესახებ;
დ) სახელმწიფო, რომელთანაც ბავშვს აქვს არსებითი კავშირი.
(3) შესაბამისი ორგანოები შესაძლოა გადავიდნენ აზრთა გაცვლაზე.
(4) ორგანოს, რომელსაც, როგორც ეს გათვალისწინებულია პირველი პუნქტით, გადაეცა მოთხოვნა, შეუძლია მიიღოს იურისდიქცია, მე-5 ან მე-6 მუხლის შესაბამისად იურისდიქციის მქონე ორგანოს ნაცვლად, თუ ის ჩათვლის, რომ ეს პასუხობს ბავშვის საუკეთესო ინტერესებ