ა) იმ სახელმწიფოს განსაზღვრა, რომლის ორგანოებს გააჩნიათ ბავშვის პიროვნების ან ქონების დაცვისკენ მიმართული ზომების მიღების იურისდიქცია;
ბ) იმ სამართლის განსაზღვრა, რომელიც ექვემდებარება გამოყენებას ასეთი ორგანოების მიერ მათი იურისდიქციის განხორციელებისას;
გ) იმ სამართლის განსაზღვრა, რომელიც ექვემდებარება გამოყენებას მშობლის პასუხისმგებლობასთან მიმართებაში;
დ) დაცვის ასეთი ზომების აღიარებისა და შესრულების უზრუნველყოფა ყველა ხელშემკვრელ სახელმწიფოში;
ე) ხელმშემკვრელი სახელმწიფოების ორგანოებს შორის ისეთი თანამშრომლობის დამყარება, რომელიც შესაძლოა საჭირო იყოს წინამდებარე კონვენციის მიზნების მისაღწევად.
(2) წინამდებარე კონვენციის მიზნებისთვის ტერმინი “მშობლის პასუხისმგებლობა” მოიცავს მშობლის უფლებამოსილებას ან სხვა ანალოგიურ დამოკიდებულებას, რომელიც განსაზღვრავს მშობლების, მეურვეების ან სხვა კანონიერი წარმომადგენლების უფლებებს, უფლებამოსილებებსა და ვალდებულებებს ბავშვის პიროვნებასთან ან ქონებასთან მიმართებაშ