ა)         მზრუნველობის უფლების მქონე ყოველი პირი, ორგანიზაცია ან სხვა ორგანო გამოთქვამს თანხმობას გადაადგილებაზე ან დაკავებაზე, ან

ბ)         ბავშვმა იცხოვრა აღნიშნულ სხვა სახელმწიფოში სულ ცოტა ერთი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მზრუნველობის უფლების მქონე პირისთვის, ორგანიზაციისთვის ან სხვა ორგანოსთვის ცნობილი გახდა ან უნდა გამხდარიყო ცნობილი ბავშვის ადგილსამყოფელის შესახებ, არ განიხილება ამ პერიოდში შეტანილი განცხადება ბავშვის დაბრუნების შესახებ, ბავშვმა გაიარა ადაპტაცია ახალ გარემოში.

(2)        ბავშვის გადაადგილება ან დაკავება განიხილება როგორც უკანონო, თუ:

ა)         ეს წარმოადგენს პირისთვის, ორგანიზაციისთვის ან სხვა ნებისმიერი ორგანოსთვის, ერთობლივად თუ ინდივიდუალურად, მინიჭებული უფლების დარღვევას იმ სახელმწიფოს სამართლის შესაბამისად, რომელშიც ბავშვი ჩვეულებრივ ცხოვრობდა გადაადგილებამდე ან დაკავებამდე;

ბ)         გადაადგილების ან დაკავების დროს ეს უფლებები ნამდვილად ხორციელდებოდა, ერთობლივად ან ინდივიდუალურად, ან იქნებოდა გამოყენებული, რომ არა გადაადგილება ან დაკავება.

ამ მუხლის “ა” ქვეპუნქტში მოხსენიებული მზრუნველობის უფლებები შესაძლოა წარმოიშვას, კერძოდ, კანონის მოქმედების შედეგად, სასამართლო ან ადმინისტრაციული გადაწყვეტილების საფუძველზე, ან ამ სახელმწიფოს სამართლის შესაბამისად იურიდიული ძალის მქონე შეთანხმების შედეგად.

(3)        მანამ, სანამ პირველ პუნქტში მითითებული ორგანოები ინარჩუნებენ თავის იურისდიქციას, იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს ორგანოებს, რომელშიც გადაადგილებულია ან დაკავებულია ბავშვი, შეუძლიათ მიიღონ მხოლოდ ბავშის პიროვნებისა და ქონების დაცვისთვის საჭირო გადაუდებელი ზომები მე-11 მუხლის შესაბამისა