(1) ლტოლვილი და იმ ბავშვების შემთხვევაში, რომლებიც მათ ქვეყანაში არეულობასთან დაკავშირებით გადასახლებულები არიან სხვა ქვეყანაში, მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული იურისდიქცია გააჩნიათ იმ ხელშეკმკვრელი სახელმწიფოს ორგანოებს, რომლის ტერიტორიაზეც იმყოფებიან აღნიშნული ბავშვები გადაადგილების შედეგად.
(2) წინა პუნქტის დებულებები ასევე გამოიყენება იმ ბავშვებთან მიმართებაში, რომელთა ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა შეუძლებელია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — მშობლის პასუხისმგებლობისა და ბავშვთა დაცვის ზომების შესრულებასთან დაკავშირებით იურისდიქციის, გამოსაყენებელი სამართლის, აღიარების, შესრულებისა და თანამშრომლობის შესახებ 1996 წლის კონვენცია.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება