ა) მშობლის პასუხისმგებლობის წარმოშობას, განხორციელებას, შეწყვეტას ან შეზღუდვას, ასევე მის გადაცემას;
ბ) მეურვეობის უფლებებს, ბავშვის პიროვნებაზე ზრუნვის უფლებების, და, კერძოდ, ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის უფლების, ასევე წვდომის უფლებების ჩათვლით, ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილისგან განსხვავებულ საცხოვრებელ ადგილზე გადაყვანის უფლების ჩათვლით დროის განსაზღვრული პერიოდით;
გ) მზრუნველობას, მეურვეობასა და ანალოგიურ ინსტიტუტებს;
დ) ნებისმიერი პირის ან ორგანოს ფუნქციებსა და დანიშნულებას, რომელიც პასუხისმგებელია ბავშვის პიროვნებაზე ან ქონებაზე, წარმოადგენს ბავშვის ინტერესებს ან ეხმარება მას;
ე) ბავშვის მიმღებ ოჯახში ან მშობლების მზრუნველობის გარეშე დარჩენილი ბავშვების ორგანიზაციაში მოთავსებას, ან ბავშვზე მზრუნველობის უზრუნველყოფას „კაფალას“ ან ანალოგიური ინსტიტუტის დანერგვით;
ვ) ბავშვზე პასუხისმგებელი ნებისმიერი პირების მიერ სათანადო ზრუნვის კონტროლს კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების მხრიდან;
ზ) ბავშვის ქონების მართვას, განკარგვას ან მის შენარჩუნება