სახელმწიფო და შერეული საკუთრების ფორმის საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ტარიფებს არეგულირებს საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინსიტრო საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმებით და ახორციელებს მათი დაცვის კონტროლს.

კერძო საკუთრების საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ტარიფებს ადგენს მისი მესაკუთრე.

საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე შეთავაზების დაწესების შემთხვევაში განსხვავებული თანხის კომპენსირება ხორციელდება იმ ორგანოების ან იურიდიული პირების მიერ, ვინც შეღავათები დააწესა.