1. იმ შემთხვევაში, როდესაც საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო ლაპარაკები ოპერატორის (მეელსმენის) დახმარებით ხორციელდება. ლაპარაკის ხანგრძლივობა განისაზღვრება იგივე წესით, როგორც ეს ამ წესების 29-ე მუხლშია მოცემული.

2. ოპერატორის (მეელსმენის) დახმარებით განხორციელებული 2 წუთზე ნაკლები ხანგრძლივობის საქალაქთაშორისო სატელეფონო ლაპარაკის დრო, რომელიც გადახდას ექვემდებარება 2 წუთამდე მრგვალდება, ხოლო უფრო მეტი ხანგრძლივობის ლაპარაკის საფასური იანგარიშება თითოეული წუთის ღირებულების მიხედვით.