1. მომხმარებლის მიერ ავტომატური საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირით ლაპარაკის (ინფორმაციის გადაცემის) განხორციელებისათვის გადახდის დაქვემდებარებული დრო განისაზღვრება გამოძახებული აბონენტის ტელეფონის პასუხის მომენტიდან, აბონენტის მიერ კავშირის შეწყვეტის მომენტამდე.
2. ავტომატური საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით სარგებლობის ანაზღაურებადი მინიმალური ინტერვალი მრგვალდება 30 წამამდე სიზუსტით და განისაზღვრება წუთობრივად (30 წამამდე და 30 წმ ხანგრძლივობის ლაპარაკი განისაზღვრება როგორც ნახევარ წუთიანი ლაპარაკი, ხოლო 30 წამზე ხანგრძლივობისა კი – როგორც ერთ წუთიანი ლაპარაკი).