თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონებსა და წესებს იმ ზონების შესახებ, რომლებშიც სახელმწიფო უშიშროების თვალსაზრისით შესვლა აკრძალული ან რეგულირებულია, ადგილსამყოფელმა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს თავის ტერიტორიაზე საკონსულო დაწესებულების ყველა მუშაკის გადაადგილების ან მოგზაურობის თავისუფლება. ამასთან, ყველა შემთხვევაში ადგილსამყოფელი სახელმწიფო უზრუნველყოფს საკონსულო თანამდებობის პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება