1.ადგილსამყოფელმა სახელმწიფომ, თავის ტერიტორიაზე და თავისი კანონმდებლობისა და წესების შესაბამისად, ხელი უნდა შეუწყოს წარმდგენ სახელმწიფოს, შეიძინოს საჭირო შენობები თავისი საკონსულო დაწესებულებებისათვის ან დაეხმაროს ამ შენობათა სხვა გზით მიღებაში.

2. ადგილსამყოფელი სახელმწიფო საჭიროების შემთხვევაში ასევე ხელს უწყობს საკონსულო დაწესებულებას თავისი მუშაკებისათვის შესაბამისი საცხოვრებელი შენობების მიღებაში.

3. ეს მუხლი ისე არ უნდა იქნეს გაგებული, რომ წარმდგენი სახელმწიფო თავისუფლდება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს იმ კანონებისა და წესების დაცვის პასუხისმგებლობისაგან, რომლებიც აწესრიგებენ შენობების განლაგებასა და კონსტრუქციას, აგრეთვე ქალაქის დაგეგმარებასა და რაიონებად დაყოფა