1. ადგილსამყოფელი სახელმწიფო ნებას რთავს და იცავს ყველა ოფიციალური მიზნებისათვის საკონსულო დაწესებულების ურთიერთობის თავისუფლებას. წარმდგენი სახელმწიფოს მთავრობასთან, დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან და სხვა საკონსულო დაწესებულებებთან ურთიერთობისას საკონსულო დაწესებულებას შეუძლია ისარგებლოს ყველა შესაფერისი საშუალებით, მათ შორის დიპლომატიური და საკონსულო კურიერებით, კოდირებული და დაშიფრული დეპეშებით, დიპლომატიური და საკონსულო ვალიზებით. საკონსულო დაწესებულებას შეუძლია დააყენოს და ისარგებლოს რადიოგადამცემით, მხოლოდ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობით.

2. საკონსულო დაწესებულების ოფიციალური კორესპონდენცია ხელშეუხებელია. საკონსულო ვალიზა არ შეიძლება გაიხსნას ან დაკავებულ იქნეს. მას უნდა ჰქონდეს მისი ხასიათის აღმნიშვნელი გარეგნული ნიშნები და უნდა შეიცავდეს მხოლოდ ოფიციალურ კორესპონდენციას და მხოლოდ ოფიციალური სარგებლობისათვის განკუთვნილ ოფიციალურ დოკუმენტებსა და საგნებს.

3. საკონსულოს კურიერი უნდა იყოს წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქე, მაგრამ არ უნდა ცხოვრობდეს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში მუდმივად. ადგილსამყოფელ სახელმწიფოში ის სარგებლობს ისეთივე უპირატესობებით, პრივილეგიებითა და იმუნიტეტით, როგორც დიპლომატიური კურიერი.

4. წარმდგენ სახელმწიფოს ან საკონსულო დაწესებულებას შეუძლიათ დანიშნოს საკონსულო კურიერები ad hoc. ასეთ შემთხვევაში ამ მუხლის მე-3 პუნქტი გამოიყენება იმ გამონაკლისით, რომ მასში მითითებული იმუნიტეტი ასეთი კურიერისათვის მინდობილი საკონსულო ვალიზის დანიშნულებისამებრ ჩაბარების მომენტისათვის წყდება.

5. საკონსულო ვალიზა შეიძლება მიანდონ წარმდგენი სახელმწიფოს გემის კაპიტანს ან საჰაერო ხომალდის მეთაურს, რომელსაც უნდა ჰქონდეს ოფიციალური დოკუმენტი საკონსულო ვალიზის შემადგენელი შეკვრების რაოდენობის თაობაზე, მაგრამ ის არ ჩაითვლება საკონსულო კურიერად. საკონსულო დაწესებულების მუშაკებს შეუძლიათ თავისუფლად და უშუალოდ ჩააბარონ გემის კაპიტანს ან საჰაერო ხომალდის მეთაურს და მიიღონ მათგან საკონსულო ვალიზ