1. ადგილსამყოფელი სახელმწიფო, თავისი კანონებისა და წესების გათვალისწინებით, ნებას რთავს შემოტანასა და გატანაზე საბაჟო კონტროლისა და საბაჟო გადასახადის გარეშე, გარდა იმისა, რომლებიც გადაიხდევინება შენახვაზე, გადაზიდვასა და სხვა ამგვარ მომსახურებაზე:
1.1. საგნები, რომლებიც განკუთვნილია საკონსულო დაწესებულების ოფიციალური გამოყენებისათვის.
1.2. საგნები, რომლებიც განკუთვნილია საკონსულო თანამდებობის პირების პირადი სარგებლობისათვის.
1.3. საგნები, რომლებიც შეტანილია საკონსულო მუშაკების და მომსახურე პერსონალის პირველ ჩამოსვლასთან დაკავშირებით საყოფაცხოვრებო საგნების ჩათვლით.
2. საგნები, აღნიშნული ამ მუხლის პირველი პუნქტის მე-2 და ,ე-3 ქვეპუნქტებში არ უნდა აჭარბებდნენ შესაბამისი პირების პირადი სარგებლობისათვის საჭირო რაოდენობას.
3. საკონსულო თანამდებობის პირის პირადი ბარგი თავისფულდება საბაჟო კონტროლისაგან, ის შეიძლება შემოწმდეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სერიოზული საფუძველი, რომ იგი შეიცავს სხვა საგნებს გარდა ამ მუხლის 1 პუნქტის მე-2 ქვეპუნქტში მითითებული საგნებისა, ან საგნების, რომელთა შემოტანა და გატანა აკრძალულია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებითა და წესებით, ან საკარანტინო წესებით. ამ შემთხვევაში სემოწმება ხდება საკონსულო თანამდებობის პირის ან მისი წარმომადგენლის თანდასწრებით