1. ადგილსამყოფელი სახელმწიფო, თავისი კანონებისა და წესების გათვალისწინებით, ნებას რთავს შემოტანასა და გატანაზე საბაჟო კონტროლისა და საბაჟო გადასახადების გარეშე, გარდა იმისა, რომლებიც გადაიხდევინება შენახვაზე, გადაზიდვასა და სხვა ამგვარ მომსახურებაზე:
1.1. საგნები, რომლებიც განკუთვნილია საკონსულო დაწესებულების ოფიციალური გამოყენებისათვის;
1.2. საგნები, რომლებიც განკუთვნილია საკონსულო თანამდებობის პირების პირადი სარგებლობისათვის;
1.3. საგნები, რომლებიც
შეტანილია
საკონსულო მუშაკების და მომსახურე პერსონალის პირველ ჩამოსვლასთან დაკავშირებით საყოფაცხოვრებო საგნების ჩათვლით.
2. საგნები, აღნიშნული ამ მუხლის პირველი პუნქტის მე-2 და მე-3 ქვეპუნქტებში არ უნდა აჭარბებდნენ შესაბამისი პირების პირადი სარგებლობისათვის საჭირო რაოდენობას.
3. საკონსულო თანამდებობის პირის პირადი ბარგი თავისუფლდება საბაჟო კონტროლისაგან. ის შეიძლება შემოწმდეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სერიოზული საფუძველი, რომ იგი შეიცავს სხვა საგნებს, გარდა ამ მუხლის 1-ლი პუნქტის მე-2 ქვეპუნქტში მითითებული საგნებისა ან საგნებისა, რომელთა შემოტანა და გატანა აკრძალულია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებით და წესებით, ან საკარანტინო წესებით. ამ შემთხვევაში შემოწმება ხდება საკონსულო თანამდებობის პირის ან მისი წარმომადგენლის თანდასწრები