1. ადგილსამყოფელი სახელმწიფო ათავისუფლებს გადასახადებისა და მოსაკრებლისაგან:
1.1. საკონსულო კარ-მიდამოს და საკონსულო დაწესებულების მუშაკების საცხოვრებელ სათავსოებს, რომლის მფლობელი ან დამქირავებელია წარმდგენი სახელმწიფო, რომელიც მიღებულია წარმდგენი სახელმწიფოს ან მისი წარმომადგენლის სახელით, აგრეთვე მასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებსა და აქტებს;
1.2. მოძრავ ქონებასა და სატრანსპორტო საშუალებებს, რომელიც კანონიერად შეძენილია საკონსულო დაწესებულების მიერ ოფიციალური მიზნებისათვის, აგრეთვე მათ ყიდვას, ფლობასა და შენახვას.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული გარემოებანი არ გამოიყენება:
2.1. იმ გადასახადებისა და მოსაკრებლების მიმართ, რომლებიც აიკრიფება როგორც სპეციალური მომსახურების საფასური.
2.2. იმ გადასახადებისა და მოსაკრებლების მიმართ, რომლებიც გადაიხდევინება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებითა და წესებით იმ პირთაგან, რომლებმაც დადეს ხელშეკრულება ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან ან მის წარმომადგენელთა