1. საკონსულო თანამდებობის პირები სრული მოცულობით სარგებლობენ დიპლომატიური პრივილეგიებითა და იმუნიტეტით, როგორც დიპლომატიური აგენტები, 1961 წლის 18 აპრილის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის შესაბამისად.

2. საკონსულო მუშაკები და მომსახურე პერსონალის მუშაკები არ ექვემდებარებიან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს იურისდიქციას, იმ მოქმედებებთან დაკავშირებით, რომლებსაც ისინი ახორციელებენ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების დროს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მოცემული დებულებები არ გამოიყენება სამოქალაქო სარჩელის მიმართ:

3.1. გამომდინარე იმ ხელშეკრულებიდან, რომელიც დადებულია საკონსულო მუშაკის ან საკონსულო დაწესებულების მომსახურე პერსონალის მუშაკის მიერ, რომლითაც მან პირდაპირ ან ირიბად საკუთარ თავზე არ აიღო მოვალეობები როგორც წარმდგენი სახელმწიფოს აგენტმა;

3.2. რომელიც აღძრულია მესამე მხარისათვის ადგილსამყოფელ სახელმწიფოში უბედური შემთხვევით მიყენებული ზიანისათვის, რომელიც გამოწვეულია საგზაო-სატრანსპორტო საშუალებით, გემით ან საჰაერო ხომალდი