1. დიპლომატიური აგენტების იმუნიტეტი იურისდიქციისგან და 37-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრული პირების იმუნიტეტი შეიძლება გაუქმდეს წარმგზავნი სახელმწიფოს მიერ.
2. გაუქმება ყოველთვის უნდა იყოს მკაფიო.
3. დიპლომატიური აგენტის ან 37-ე მუხლის საფუძველზე იმუნიტეტით მოსარგებლე პირის მიერ სასამართლო საქმის აღძვრა გამორიცხავს მის მიერ იურისდიქციისგან იმუნიტეტის გამოყენებას პირველად მოთხოვნასთან პირდაპირ დაკავშირებულ ნებისმიერ შესაგებელთან მიმართებით.
4. სამოქალაქო ან ადმინისტრაციული იურისდიქციისგან იმუნიტეტის გაუქმება არ ნიშნავს იმუნიტეტის გაუქმებას სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან მიმართებით, რისთვისაც აგრეთვე აუცილებელია ცალკე გაუქმებ