1. წარმგზავნი სახელმწიფო და მისიის მეთაური თავისუფალნი არიან მისიის კარმიდამოსთან დაკავშირებული ყველა სახელმწიფო, რეგიონული ან მუნიციპალური მოსაკრებლებისა და გადასახადებისაგან იმისდა მიუხედავად, არის თუ არა იგი საკუთრებაში თუ ქირავნობაში, გარდა იმგვარი გადასახადებისა, როგორიც არის სპეციფიკური მომსახურებიდან გამომდინარე საფასური.

2. ამ მუხლში მითითებული გათავისუფლება არ ეხება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობის საფუძველზე გადასახდელ საფასურს, რომელსაც იხიდიან წარმგზავნ სახელმწიფოსთან ან მისიის მეთაურთან საკონტრაქტო ურთიერთობაში მყოფი პირებ