1. ადგილსამყოფელი სახელმწიფო ნებას რთავს და იცავს ყველა ოფიციალური მიზნისთვის მისიის სახელით წარმოებულ თავისუფალ კომუნიკაციას. მთავრობასთან და წარმგზავნი სახლემწიფოს სხვა მისიებთან და საკონსულოებთან კომუნიკაციისას, მათი ადგილმდებარეობის მიუხედავად, მისიას შეუძლია გამოიყენოს ყველა სათანადო საშუალება, მათ შორის დიპლომატიური კურიერები და კოდირებული ან დაშიფრული შეტყობინებები. ამავდროულად, მისიას შეუძლია განათავსოს და გამოიყენოს უსადენო გადამცემი მხოლოდ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობით.

2. მისიის ოფიციალური მიმოწერა ხელშეუხებელია. ოფიციალური მიმოწერა ნიშნავს მისიასთან და მის ფუნქციებთან დაკავშრებულ ყველა კორესპონდენციას.

3. დიპლომატიური ფოსტა არ იხსნება და არ ყოვნდება.

4. დიპლომატიური ფოსტის შემადგენელ შეფუთვებზე განთავსებული უნდა იყოს მათი სახეობის აღმნიშვნელი ხილვადი ნიშნები და შეიძლება შეიცავდეს მხოლოდ ოფიციალური სარგებლობისთვის განკუთვნილ დიპლომატიურ დოკუმენტებს ან ნივთებს.

5. დიპლომატიური კურიერი, ვიზეც გაცემულია მისი სტატუსისა და დიპლომატიური ფოსტის შემადგენელი შეფუთვების რაოდენობის აღმნიშვნელი ოფიციალური დოკუმენტი, თავისი ფუნქციების განხორციელებისას დაცულია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მიერ. იგი სარგებლობს პირადი ხელშეუხებლობით და არ ექვემდებარება დაპატიმრების ან დაკავების ნებისმიერ ფორმას.

6. წარმგზავნ სახელმწიფოს ან მისიას შეუძლია დანიშნოს ad hoc დიპლომატიური კურიერები. ასეთ შემთხვევაშიც მოქმედებს ამ მუხლის მე-5 პუნქტი, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მასში აღნიშნული იმუნიტეტები წყვეტენ მოქმედებას, როდესაც ამგვარი კურიერი მასზედ მიბარებულ დიპლომატიურ ფოსტას გადასცემს ადრესატს.

7. დიპლომატიური ფოსტა შეიძლება მიებაროს კომერციული საჰაერო ხომალდის კაპიტანს, რომელსაც განრიგით უწევს ნებადართულ აეროპორტში დაშვება. მასზე გაიცემა ფოსტის შემადგენელი შეფუთვების რაოდენობის აღმნიშვნელი ოფიციალური დოკუმენტი, თუმცა იგი არ მიიჩნევა დიპლომატიურ კურიერად. მისიას შეუძლია ერთ-ერთი თავისი წევრი წარგზავნოს საჰაერო ხომალდის კაპიტნისგან დიპლომატიური ფოსტის პირდაპირ და თავისუფლად მისაღება