1. ამ მუხლის მე-3 პუნქტის დებულებათა გათვალისწინებით, დიპლომატიური აგენტი წარმგზავნი სახელმწიფოსთვის გაწეული სამსახურისთვის თავისუფლდება სოციალური უსაფრთხოების პირობებისგან, რომელიც შეიძლება მოქმედებდეს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მოცემული გათავისუფლება აგრეთვე ვრცელდება კერძო მოსამსახურეებზე, რომლებიც სრულად არიან დასაქმებულნი დიპლომატიური აგენტის მიერ, შემდეგი პირობებით:
ა) ისინი არ არიან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქეები ან მასში მუდმივად მცხოვრები პირები; და
ბ) მათზე ვრცელდება სოციალური უსაფრთხოების პირობები, რომლებიც შეიძლება მოქმედებდეს წარგმზავნ სახელმწიფოში ან მესამე სახელმწიფოში.
3. დიპლომატიური აგენტი, ვისაც დასაქმებული ჰყავს ისეთი პირები, რომლებზეც არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გათავისუფლება, იცავს იმ ვალდებულებებს, რომელთაც ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სოციალური უსაფრთხოების პირობები აწესებს დამსაქმებლებისთვის.
4. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მოცემული გათავისუფლება არ გამორიცხავს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სოციალური უსაფრთხოების სისტემაში ნებაყოფლობით ჩართვას, თუ ამგვარი ჩართვა დაშვებულია ამ სახელმწიფოს მიერ.
5. ამ მუხლის დებულებები არ ახდენს გავლენას სოციალურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ადრე დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ შეთანხმებებზე და არ გამორიცხავს ამგვარი შეთანხმებების მომავალში დადება