1. დიპლომატიური აგენტის ოჯახის წევრები, რომლებიც მას საცხოვრებლად თან ახლავან, თუ ისინი არ არიან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქეები, სარგებლობენ 29-დან 36-მდე მუხლებში აღნიშნული პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით.

2. მისიის ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალის წევრები, მათი ოჯახების წევრებთან ერთად, რომლებიც შეადგენენ მათ საცხოვრებელს, თუ ისინი არ არიან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქეები ან მუდმივად არ ცხოვრობენ ადგილსამყოფელ სახელმწიფოში, სარგებლობენ 29-იდან 35-მდე მუხლებში აღნიშნული პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით, თუმცა 31-ე მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული იმუნიტეტი, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სამოქალაქო და ადმინისტრაციული იურისდიქციისგან, არ ვრცელდება მათი საქმიანობის ფარგლებს გარეთ განხორციელებულ ქმედებებზე.

3. მისიის მომსახურე პერსონალის წევრები, რომლებიც არ არიან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქეები და მუდმივად არ ცხოვრობენ ადგილსამყოფელ სახელმწიფოში, თავისუფლდებიან მათი დასაქმებიდან მიღებულ ანაზღაურებასთან დაკავშირებული მოსაკრებლებისა და გადასახადებისგან. სხვა მხრივ, მათ შეუძლიათ ისარგებლონ პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით მხოლოდ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მიერ დაშვებულ ფარგლებში. მიუხედავად ამისა, ადგილსამყოფელმა სახელმწიფომ, აღნიშნულ პირებთან მიმართებით, საკუთარი იურისდიქცია უნდა განახორციელოს იმგვარად, რომ არასათანადოდ არ ჩაერიოს მისიის ფუნქციების განხორციელებაშ