1. თუ დიპლომატიური აგენტი, თავისი თანამდებობის დასაკავებლად ან თანამდებობაზე დაბრუნებისას, ან როდესაც იგი მიემგზავრება საკუთარ ქვეყანაში, ტრანზიტით მგზავრობს ან იმყოფება მესამე სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რომელმაც მის სახელზე, ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში, გასცა საპასპორტო ვიზა, აღნიშნული მესამე სახელმწიფო ავრცელებს მასზე ხელშეუხებლობის იმუნიტეტს და სხვა იმგვარ იმუნიტეტებს, როგორიც შეიძლება საჭირო გახდეს მისი ტრანზიტის ან დაბრუნების უზრუნველსაყოფად. იგივე ვრცელდება მისი ოჯახის ნებისმიერი წევრის შემთხვევაში, რომელიც სარგებლობს პრივილეგიებით ან იმუნიტეტებით და თან ახლავს დიპლომატიურ აგენტს, ან ცალკე მგზავრობს მასთან შეხვედრის მიზნით ან საკუთარ ქვეყანაში დასაბრუნებლად.

2. წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ მსგავს გარემოებებში, მესამე სახელმწიფოები არ აფერხებენ მისიის ადმინისტრაციული და ტექნიკური ან მომსახურე პერსონალის წევრების, და მათი ოჯახის წევრების მათ ტერიტორიებზე გადაადგილებას.

3. მესამე სახელმწიფოები, ტრანზიტში მყოფ ოფიციალურ მიმოწერასა და სხვა ოფიციალურ კომუნიკაციას, მათ შორის კოდირებულ და დაშიფრულ შეტყობინებებს, ანიჭებენ იმავე სახის თავისუფლებასა და დაცვას, როგორიც მათ მინიჭებული აქვთ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მიერ. დიპლომატიურ კურიერებს, რომლებზეც, თუ არსებობდა აღნიშნულის აუცილებლობა, გაცემულია საპასპორტო ვიზა, და ტრანზიტში მყოფ დიპლომატიურ ფოსტას, ისინი ანიჭებენ იმავე სახის ხელშეუხებლობასა და დაცვას, როგორიც მათ ადგილსამყოფელმა სახელმწიფომ უნდა მიანიჭო